ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა კიდევ ათობით პალესტინელი, მაღალი რანგის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ

ისრაელის მხრიდან განხორციელებულ რამდენიმე საჰაერო იერიშს სამხრეთ ღაზაში ემსხვერპლა 30-ზე მეტი პალესტინელი – აცხადებენ ჯანდაცვის მესვეურები, იმ ფონზე, როცა ოფიციალური პირები მეზობელ ეგვიპტეში იკრიბებიან, მაღალი რანგის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
დაღუპულებს შორის არის ერთი ოჯახის 11 წევრი, მათ შორის ორი ბავშვი – ისინი იმსხვერპლა ხან იუნისში, მათ სახლზე განხორციელებულმა საჰაერო დარტყმამ, იუწყება ნასერის საავადმყოფო, სადაც ქალაქზე და მის შემოგარენზე განხორციელებული სამი საჰაერო იერიშის შემდეგ შევიდა 33 ცხედარი.
სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელშიც ევროკავშირის და -ის მიერ ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადებული ჰამასიც მონაწილეობს, კაიროში 25 აგვისტოსაა დანიშნული. შეხვედრაზე უნდა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის შუამავლები არიან აშშ, ეგვიპტე და კატარი.

ასევე დაგაინტერესებთ