ამ მოცემულობით, თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიმე ქალაქის მოგება კი არა, ყველაზე ოპოზიციურად განწყობილ უბანსაც კი ვერ “მოიგებს” ვერავინ.
პარტიები, ვინც დიდი ქალაქების მოგების არგუმენტით პოზიციონირებს- ან ტყუილს გეუბნებათ, ან პოლიტიკის არაფერი არ ესმის. ახლა, არც 2021 წელია და არც 2024. ეს არგუმენტი აღარ არსებობს. ამ თემას ორი პრიზმა აქვს- რატო არ უნდა შევიდნენ პარტიები არჩევნებში და რატომ ვერაფერს ვერ მოიგებენ ამ სტატუს-კვოს პირობებში. ამით, ლეგიტიმაცია არ უნდა მისცე ქართულ ოცნებას და ნორმალიზება არ მოახდინო უმძიმესი კრიზისის. შედიხარ არჩევნებში, ესე იგი ყველაფერს აღიარებ და აკანონებ. მაშინ პარლამენტიდან რატო გამოდიოდი? ის გაგიყალბეს და ამას აღარ გაგიყალბებენ? როცა პოლიტპატიმრები გყავს ქვეყანაში, რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ლიდერებს იჭერენ და დევნიან, წარმოუდგენელია, ჭეშმარიტად პროდასავლური, დამოუკიდებელი და არაკონფორმისტული პარტია, ამ გადაწყვეტილებას იღებდეს. ღალატობ თუ არა ქუჩის პროტესტს, საჯარო სამსახურებში რეპრესირებულ ხალხს, პოლიტპატიმრებს და ამ ბრძოლაში დევნილ ყველა ადამიანს?! კი, ღალატობ. ისინი ციხეებში, დევნაში, რეპრესიებში და შენ ეთანამშრომლები არალეგიტიმურ და კრიმინალურ ძალას. ვერაფერსაც ვერ იგებ-როცა ჩვენი სახით, ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება, უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე, იმავეს აკეთებს მეორე დიდი გაერთიანებაც, აღარც ჩვენი ამომრჩეველი მოდის არჩევნებზე და აღარც თქვენი, მეგობრებო-კონფორმიზს ხმას რეჟიმთან მებრძოლი ამომრჩეველი არ აძლევს. საკრებულოებში 1-2 დეპუტატის არსებობა რას ცვლის ქვეყნისთვის? არაფერს! თქვენთვის? არც თქვენთვის არაფერს, გარდა ფინანსური მოცემულობისა ! ქოცისთვის? – ყველაფერს! აღიარებას აძლევთ იმ ადამიანებს და დიდი ხანი გვტოვებთ ამ უბედურებაში. თბილისის საკრებულოში 50 წევრიდან, 21 ოპოზიციონერი ვართ. 2025 წელს, პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არჩევნებში რომ შევიდნენ პროდასავლური პარტიები, მაგის მესამედიც ვერ ვიქნებით. ამ ოთხი წლის განმავლობაში, ადგილობრივ საკითხებზე და პოლიტიკაზე, ჩვენი დიდი მცდელობების მიუხედავად, მიტაცებული ძალაუფლების გამო, ნულოვანი გავლენა გვქონდა. შესაბამისად, მუნიციპალური საკითხების მოგვარების თემით, კამპანიის ჩატარება, რაც სხვათა შორის გახარიას პარტიას უკვე დაწყებული აქვს, მოქალაქეების დაცინვა და მასხრად აგდებაა.
პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მძიმე პასუხი მექნება ყველასთან, ვინც არაპრინციპულობას, არათანმიმდევრულობას და რაიმე სახის კონფორმიზმს, გამარჯვების შესაძლებლობად ჯერ წარმოგვიდგენს და შემდეგ, მასზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
