“ქუჩიდან გაიტაცა და სარდაფში იძალადა” – სოფელი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერის დასჯას ითხოვს (ვიდეო)

11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული – საზარელ დანაშაულში მხილებული 71 წლის კაცი დუმილის უფლებას იყენებს.

კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც დაკავება მოხდა, ჰყვებიან, რომ კაცმა მოზარდი ქუჩიდან გაიტაცა და მასზე სარდაფში იძალადა.

ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდო ძალადობის დროს სახლში  73 წლის ცოლიც იმყოფებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ექსპერტიზა ჩაუტარდა, როგორც სავარაუდო დაზარალებულს, ასევე დაკავებულსაც.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარის შესახებ 11 წლის ბიჭმა სახლში დაბრუნების შემდეგ, მშობლებს უამბო. საქმეში პოლიცია გუშინვე ჩაერთო:

11 წლის ბიჭი გააუპატიურაო, ასე ამბობენ. ერთმანეთის მეზოვლები არიან. 73 წლის კაცი აზერბაიჯანელია. როგორც ამბობენ, ფაქტი გუში მ ოხდა, ქუჩაში დაუჭერია და სარდაფში ჩაუყვანია. ამ დროს მეუღლე სახლში ყოფილა” – აცხადებენ ადგილობრივებენ. 

მათი თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სოფელი პენიონერის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს.

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 73 წლის კაცის დაკავების შესახებ ინფორმაცია -მ დღეს  გაავრცელა. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

დავით თარხან მოურავი: გამოფხიზლდით, ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძეთ! თუ ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ გზას, როგორ დავამარცხოთ ესენი, ჩვენ საბჭოთა დროში დავბრუნდით უკვე და ეს იქნება ძალიან დიდი უბედურება

შალვა პაპუაშვილი – საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდა ბრიუსელს იმისთვის, რომ აღადგინოს უკრაინა – ახლა ფიქრობენ რუსეთს რა წაართვან, ფიზიკურ პირებს რა წაართვან, აბრამოვიჩზეც იყო საუბარი და ასე შემდეგ