“ქუჩაში არიან გულანთებული ადამიანები და მეორე მხარეს არის ზოოპარკი” – ოთარ ზურაბიშვილის განცხადება

სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილმა “ტვ პირველთან”” მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ:

“ქუჩაში არიან გულანთებული ადამიანები, რომლებიც გაშლილი თვალებით უყურებენ მომავალს. მეორე მხარეს არის ზოოპარკი, სადაც არ არიან ნამდვილი ადამიანები, რომლებიც არიან ჩამწკრივებული ერთმანეთთან ბინას ბრძანებით. ფიქრობენ მარტო ერთ რამეზე, არა ჩვენს მომავალზე მათ მომავალზე, როგორ შეიძლება ფულის დაგროვება. არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა, არალეგიტიმური პრეზიდენტი. ეს არის დადგმა. რა ნაძვის ხეს დგამენ, როცა ზურგი მოუბრუნეს ევროპას, ეს არის ადამიანების დაცინვა მეტი არაფერი” – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა. მიხეილ ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში