ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 32-ვე პირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. სასამართლო პროცესი გუშინ 6 საათს გრძელდებოდა.
სხდომაზე ბრალდების მხარემ თქვა, რომ დაკავებულების გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობდა საფრთხე, რომ ისინი კვლავ გააგრძელებდნენ ადამიანების ტერორს და მოქალაქეების იძულებას, რომ მათ ქურდულ საერთოში თანხა შეეტანათ.
დაკავებულებთა შორისაა კრიმინალური ავტორიტეტი ზვიად პლაჭიაშვილი, იგივე “პლაჭო”, რომელსაც შსს 6 თვის განმავლობაში უთვალთვალებდა და უსმენდა. ყველა, ვინც პლაჭიაშვილთან კონტაქტზე გადიოდა, დაკავებულია და ბრალი აქვთ წარდგენილი.
კიდევ ერთი კრიმინალური ვტორიტეტი, რომელსაც საგამოძიებო უწყება უთვალთავლებდა, ჯემა ჯელიაა. სწორედ ის იყო ინიციატორი ქურდული საქმეების მოგვარების. ყველა პირი, ვინც ასევე მასთან კონტაქტზე გადიოდა, დაკავებულია.
თანხა ქეშად ამოსაღები არ იყო. უბრალოდ, ადამიანები დავობდნენ კონკრეტულ ფინანსურ მორიგებასთან დაკავშირებით, ჰქონდათ პრობლემები ერთამენეთში. რაც შეეხება მტკიცებულებებს, გახლავთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების აუდიო ჩანაწერები, ასევე სატელეფონო ჩანაწერები, სადაც უტყუარად დასტურდება მათი მხრიდან ბრალად სერაცხული ქმედების ჩადენა.
მოპოვებულია ინფრომაცია, რომ ხდებოდა ქურდული გარჩევა, აპირებდნენ ქურდული გარჩევის განხორციელებას, რა დროსაც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები აუდიო-ვიდეო ფარული ჩაწერა. ასევე ფარული სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადება, – თქვა პროკურორმა სხდომის შემდეგ.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეჭვქვეშ აყენებენ, ყველა სატელეფონო ჩანაწერს, სანამ ექსპერტიზა არ იტყვის, რომ რომელიმე მათგანი კონკრეტულ პირს ეკუთვნის.
დაკავებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, მეტსახელად “ჩორნა”, “პლაჟო”, “ჭინკა” და “შკივია” გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით დაკავებული 32 ადამიანიდან ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი გამოძიებას ეუბნება, რომ ბრალის დადგენილებას არ ეთანხმება.
გამოძიება “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი პირების სატელეფონო და მათი შეკრების ფარულ ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს. ირკვევა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები, თბილისში, თვეების განმავლობაში აწყობდნენ ე.წ. ქურდულ შეკრებებს, განიხილავდნენ მოდავე მხარეების არსებულ პრობლემებს, შემდეგ კი “ამოღებული თანხიდან” სადავო წილებს საზღვარგარეთ აგზავნიდნენ ე.წ. კანონიერ ქურდებთან.
