“ქურდულ სამყაროსთან” კავშირში ბრალდებული 18 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა – რას აცხადებდნენ პროცესზე ბრალდებულები

თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში გუშინ დაკავებულ 18 პირს, დღეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ყველა მათგანს ბრალად “ქურდულ სამყაროსთან” კავშირი ედება. მათ შორის ერთი ქალია – 61 წლის ნინო ცეცხლაძე, რომელიც ვალის დაბრუნებას სწორედ ე.წ. კანონიერი ქურდების ჩარევით ცდილობდა. დღეს ის მოსამართლეს 5 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვდა, თუმცა მოსამართლემ ცეცხლაძე პატიმრობაში დატოვა.
ერთ-ერთი ბრალდებული, იმედა აბაშიძე, მეტსახელად “კოტო”, სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ მკურნალობის კურსი ჰქონდა დასასრულებელი და ის დარბაზიდან უნდა გაეთავისუფლებინათ. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მისი არგუმენტი არ გაითვალისწინა და ის პატიმრობაში დატოვა. 45 წლის მამაკაცი პოლიციამ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. აბაშიძე ბრალდებებს უარყოფს.
საქმის პროკურორის თქმით, ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გარდა, საქმეში სხვა მტკიცებულებებიცაა, მათ შორის მოწმეების ჩვენებებიც. ე. წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე ინტენსიურად გრძელდება.
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაცია რამდენიმე ქალაქში ჩაატარა. გავრცელდა ვიდეო და აუდიო ჩანაწერიც. მასალაში ჩანს და ისმის, როგორ აგვარებდნენ სავარაუდო დამნაშავეები ფინანსურ დავებს ე.წ. ქურდული წესებით, სანაცვლოდ კი კონკრეტულ თანხას ითხოვდნენ. დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებითაც ემუქრებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემაში ჩართულები იყვნენ უცხოეთში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდები.
ე.წ. ქურდული სამყაროსთან კავშირში დაკავებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ განხილვა ადასტურებს, რომ “დიფ სთეითის” დამარცხება გარკვეულ დროს მაინც მოითხოვს – ამ ხალხმა ვერაფრით გაიგო, რომ ივანიშვილზე გავლენის მოხდენა სანქციებით მუქარას არ შეუძლია, ჩვენ ომში არ ჩავებმებით

ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა არის შანტაჟი, რომელიც დაიწყო 3 წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად და გრძელდება ახლაც, ეს არავისთვისაა საინტერესო, უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა