ქურდოვანიძის თქმით, სააპელაციოში საარჩევნო სარჩელების განხილვა ხვალ 14:00 საათზე ჩაინიშნა

საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელებს ხვალ 14:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ საიას თავმჯდომარე წერს.

“თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც გაერთიანდა ერთ საქმედ. სხდომა გადაიდო ხვალ, 14:00 საათზე.
ქუთაისის სააპელაციო ასევე ერთ საქმედ გაერთიანებულად იხილავს დღეს, 16:00 საათზე იწყებს განხილვას”- წერს ქურდოვანიძე.
ფარულობის დარღვევაზე არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები დღეს უნად განხილულიყო, თუმცა საქმეების განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა.