ქუთაისში 3ჰა მიწა 2 მილიონად იყიდება – საპრივატიზებო პირობა საწარმოს შექმნაა

ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე, ქვის ხარხნის მიმდებარედ ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (10952.00 კვ.მ და 19806.00 კვ.მ) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 2079000 ლარად აუქციონზე იყიდება. აუქციონი 21 მაისს გამოცხადდა და 4 ივნისს დასრულდება. ამ დროისთვის აუქციონზე ერთი ბიჯია და მიმდინარე ფასი 2 084 000 ლარს შეადგენს.
უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია შემდეგი
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საწარმოს შექმნა (რაც შეიძლება მოიცავდეს საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს), შესაბამისი შენობ(ებ)ის/ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება და საწარმოს ფუნქციონირების დაწყება