ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ქორქია-საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში ღონისძიება ჩატარდა.
„სპორტის სასახლეში გამოფენილი იყო ქუთაისში მცხოვრები შშმ პირების მიერ შექმნილი ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები.
ამასთან, გაიმართა სპორტული აქტივობები შშმ პირების მონაწილეობით. შეჯიბრი ჩატარდა ჭადრაკში, ში, ნარდში, მკლავჭიდში, წოლჭიმსა და ბოჩაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის ქუთაისში ამ ფორმით აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტში შშმ პირების მიმართულებით რამდენიმე პროგრამა მუშაობს. ეს პროგრამები ქალაქში მცხოვრებ შშმ პირთა დიდ უმრავლესობას მოიცავს, მიმართულია მათი უნარების განვითარებისკენ და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის.
დღეს ვნახეთ, ამ პროგრამების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. ასევე, სპორტის რამდენიმე სახეობაში შეჯიბრი გაიმართა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის ქუთაისში ამ ფორმით აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მერიის ცნობით, ღონისძიება ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურისა და ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული.