ქუთაისში სასტუმრო “თბილისის” შენობა გაიყიდა | იქ მცხოვრები დევნილები უსახლკაროდ რჩებიან

ქუთაისში, სასტუმრო “თბილისში” მცხოვრებ დევნილებს მორიგ ჯერზე ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. სასტუმრო გაყიდულია და ინვესტორი შენობის დაცლას მოითხოვს. 7 ოჯახი უკვე წლებია გაუსაძლის პირობებში და ნახევრად დანგრელ შენობაშია დაბინავებული, თუმცა ალტერნატიურლი საცხოვრებლის არ არსებობის პირობებში იძულებული არიან ყოველდღიური საფრთხის ქვეშ იცხოვრონ. ახლა კი მათი ბედი საერთოდ გაურკვეველია. ინვესტორმა შესაძლოა გამოსახლების პროცესი ნებისმიერ დროს განაახლოს.