ქუთაისში, სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს

ქუთაისში, სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს. ისინი სასტუმროს შენობის დემონტაჟს აპროტესტებენ, სადაც წლებია ცხოვრობენ.
მათი თქმით, სხვა საცხოვრებელი არ აქვთ, დაპირების მიუხედავად, ბინები არ მიუღიათ, დღეს კი შენობის ახალი მფლობელი მათ იძულებით გაყვანას გეგმავს.
დევნილებს გზის გადაკეტვის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს და ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს.
სასტუმრო „თბილისში“ ამ დროისთვის სამი ოჯახი ცხოვრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ და რაც არ მოგწონს, იმისთვის „რუსულის“ იარლიყის მიწებება, ერთი ცენტრიდან მართული პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება, გერმანიის ელჩისთვის უხსენებელ „დიფ სთეითს“ უწოდებს