ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გადაინაცვლეს

ქუთაისში საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გადაინაცვლეს. შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ გუშინ დაკავებულ აქტივისტებს და გათავისუფლებას ითხოვენ.
“რუსები, მონებო”- სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
მათი თქმით, არ დაუშვებენ ქვეყნის გარუსებას და პროტესტი გაგრძელება.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი