ქუთაისში საპროტესტო აქცია – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ მიმდინარეობს

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ – ამ ლოზუნგით ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მსვლელობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან მივიდნენ.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, ისინი მოსამართლეების უსამართლო გადაწყვეტილებებს და ასევე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის წარმოებაში არ მიღებას აპროტესტებენ.
მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული პირები.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა