ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტებმა ამჯერად პროტესტი ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გამოხატეს. მათ აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოების და პლაკატების ნაძვის ხეზე დაკიდება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანი არაა ზეიმის ჩაშლა, არამედ აპირებენ, აქ მოსულ ადამიანებს დახვდნენ და შეახსენონ, რაც ქვეყანაში ხდება.
როგორც ისინი აცხადებენ, დღეს შეგნებულად არ წავიდნენ თბილისში ქუთაისელები მარშზე, მათ სურდათ პროტესტი ქუთაისშიც გამოეხატათ.
მათი თქმით, ხელისუფლებამ ხალხს საზეიმო განწყობა მოჰპარა, ამიტომ ისინი აპირებენ ბოლომდე იბრძოლონ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უკანონოდ დაჭერილი ადამიანების გათავისუფლება და ახალი არჩევნებია.
დღეს ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთებაა დაგეგმილი.