ქუთაისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემეს | ადვოკატი

“ქუთაისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქე საკუთარი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სასტიკად სცემეს,”- ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ავრცელებს.
მისი თქმით, ნაცემი პირი დააკავეს და ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ქუთაისში, სულხან საბას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეებიც.
“როგორ უნდა სძულდე სამყაროს, ბედობა დღეს მე რომ დამიბედებ ჩხუბით და ორომტრიალით ადამიანი,”- ამბობს ლევან ჭელიძე.
“მთავარი არხი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არკვევს.