ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის სამი 12 სართულიანი კორპუსი შენდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქუთაისში, დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის, სამი, 12-სართულიანი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება და დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ.
ნიკეას ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და სამი კორპუსის კარკასის მშენებლობა, თითქმის, დასრულებულია.
სამუშაო პროცესები აქტიურ რეჟიმში, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება და დათქმულ ვადებში დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 77 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა, 2022 წელს დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილ ოჯახს გადასცემს. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000-მდე ოჯახი, “სოფლად სახლის” პროგრამის ფარგლებში განსახლდება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს.
მასშტაბური მშენებლობები პარალელურად, საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

რატომ არის ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებული? ციფრებს დავაკვირდეთ, 17%-ით გაიზარდა დაფინანსება ეკონომიკის, 16%-ით გაიზარდა დეპოზიტები პიროვნებების და დაახლოებით 13%-ით – იურიდიული პირების – სხვა როგორ უნდა შეაფასო თუ არა დადებითად

“თიბისისა” და “საქართველოს ბანკის” აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა – ბანკების აქციების მყიდველი კარგად ნაცნობი “ბლექ როქია”, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია

„დიფ სთეითმა“ რასაც ვერ მიაღწია ქუჩით, სურს მიაღწიოს ფულით! ამჯერად მისი სამიზნე ფინანსური ინსტიტუტები „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკია“ და სწორედ მათ ხელში ჩაგდებას ცდილობს შავი ძალა „დიფ სთეითის“ სახით