ქუთაისში ნარკოვაჭრობის ბრალდებით უბნის ინსპექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმერეთში ნარკოდანაშაულში ბრალდებული სამი ადამიანის დაკავების შესახებ – მათგან ერთი 56 წლის პოლიციელია, რომელიც მორფინს ჰყიდდა ყველაზე ცოტა ორ სხვა ადამიანზე. დაკავებულების სახლიდან მორფინის გარდა ამოღებულია “ბუპრენორფონიც”.
-ს ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორია. ამ დანაშაულის გახსნაში ჩართული იყო როგორც შსს-ს გენერალური ინსპექცია, ისე გენერალური პროკურატურა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა, რეალიზაციის საქმეზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ასევე 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს – ეს დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ნეიტრალური საქართველო“ – ქართველმა ხალხმა პლებისციტზე უნდა უპასუხოს კითხვას: ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?!

უკრაინის საგარეო უწყება – საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს ვურჩევთ, თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები