ქუთაისში მოსამართლე ოქროპირაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“თავისუფლება მზია ამაღლობელს” – ქუთაისში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება.
ოქროპირაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც განხილვაში არ მიიღო მზია ამაღლობელის საქმე.
21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო სარჩელი, რომლითაც ადვოკატები მზია ამაღლობლისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდნენ.
14 იანვარს ს საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
გამოცემების, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.