ქუთაისში მდინარე ოღასკურა ადიდდა, დატბორილია ქუჩები

ბუხაიძის, აბაშიძის და ავტომშენებლის ქუჩებზე მდინარის წყალი კერძო ობიექტებში, მაღაზიებში, კორპუსების სარდაფებსა და სახლების ეზოებში შევიდა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მდინარის კალაპოტს ინტენსიური წმენდა სჭირდება, რაც ძლიერი წვიმის დროს მათ ზიანს შეამცირებდა.
ქუთაიში, რამდენიმე საათიანმა წვიმამ დატბორა წერეთლის ქუჩაც, სადაც წყალი გზაზე დაგუბდა და ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდა.