ქუთაისში ისტორიული შენობის ჭერი ჩამოინგრა და ფრაგმენტები გამვლელს დაეცა

ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე, მე-9 სკოლის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ჭერი ჩამოინგრა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ინფრო იმერეთი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამშენებლო მასალის ფრაგმენტები “გლოვოს” კურიერს დაეცა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მათივე ცნობით, ნაგებობის მეორე სართულზე გასული წლის აპრილში ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგადაც შენობა ყოველდღიურად ნადგურდება, ხოლო პერიმეტრის მიმდებარედ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მე-9 სკოლაა, თუმცა ადგილზე არანაირი უსაფრთხოების ნორმები არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა