ქუთაისში, თეთრ ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

ქუთაისში, თეთრ ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ამ ფორმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გააპროტესტეს. შეკრებილების თქმით, ეს არის გზავნილი ქუთაისიდან. ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიონ კანონი, რომელიც შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას.
დღესვე აქციის მონაწილეები ქუთაისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ და მოქალაქეებს შეერთებისკენ მოუწოდებენ.
“პროტესტი გრძელდება და გადავწყვიტეთ, დღეს სხვა ფორმით გამოგვეხატა. თეთრ ხიდზე გადავფინეთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატი “არა რუსულ კანონს”. ამ ფორმით მოვუწოდეთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი. არ დავიღლებით, ვიდრე მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება. ასევე, გაგრძელდება მსვლელობა ქალაქის ქუჩებში, რომ მეტ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენი მოთხოვნა” , – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”