ქუთაისში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო – ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა

ქუთაისში, „ს“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა.
როგორც ადგილზე აცხადებენ, ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი დაინახა და გაიქცა. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფილიალში მუშაობა შეჩერებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე – მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული – წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან