ქუთაისში „ერთობის ჯაჭვის“ მონაწილეები მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, „რუსებო”, „მონებო“ – სკანდირებენ ისინი

ქუთაისში „ერთობის ჯაჭვის“ მონაწილეებმა მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.
„რუსებო”, „მონებო“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა სწორედ სთვის ხელშეწყობის და დემოკრატიის დაზიანების გამო დაასანქცირა. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
ქუთაისში პროტესტი 31-ე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ.