ქუთაისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ქუთაისის მერიამ პატარებს, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, ახალგაზრდობის პარკში უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბავშვებისთვის პარკში გასართობი სივრცეები მოწყობილი იყო, ასევე, ჩატარდა სახელოვნებო და სპორტული აქტივობები, ქუთაისის საბავშვო სტუდიების კონცერტი, პატარების მხიარული განწყობის შექმნაზე ანიმატორებმა, მულტფილმების პერსონაჟებმა და კოსტიუმირებულმა მსახიობებმა იზრუნეს.
„ბავშვთა დაცვის დღეს ვულოცავ ყველა პატარას! ბავშვები უნდა იზრდებოდნენ მშვიდობიან, ჯანსაღ გარემოში და ჩვენ, უფროსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის.
ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი ჰქონდეს ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში!“, – განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ