ქუთაისში ბავშვთა გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში ბავშვთა გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა და შენობის დიდი ნაწილი დაიწვა. შემთხვევის დროს ადგილზე ერთი ადამიანი იყო, რომელმაც მსუბუქი დამწვრობა მიიღო.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძარი ლიკვიდირებულია.