ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა – ქვეითად მოსიარულეებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.