“ქუთაისი 2010”-ის გასვლითი გამარჯვება ფიბა ევროპის თასზე

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისი 2010”-მა ბულგარეთის ქალაქ ბოტევგრადში 86:78 დაამარცხა “ბალკანი” და ტურნირზე პირველი გამარჯვება მე-3 ტურში მოიპოვა.
ბოლოს ქართულმა კლუბმა ევროტურნირის გასვლითი შეხვედრა 2012 წელს მოიგო და მაშინაც, თბილისის “არმიის” მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში იყო. არმიელებმა 12 წლის წინ გერმანიაში “გიოტინგენი” დაამარცხეს.
მორიგ მატჩს “ქუთაისი 2010” 30 ოქტომბერს, თბილისში, სლოვაკურ “პრევიდზასთან” გამართავს!
GBF.GE