ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, 7 პირი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ