ქუთაისი ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია – Inn ჯგუფი

„Inn ჯგუფის“ სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე კოკაიას თქმით, ქუთაისი ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია საქართველოში.
როგორც კოკაიამ BM.GE-ს უთხრა, ამაში გადამწყვეტ როლს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასრულებს, რომელიც ქალაქს პირდაპირი ფრენებით მრავალ ქვეყანასთან აკავშირებს.
„ქუთაისი ყველაზე მრავალფეროვანი მიმართულებაა. სწორედ აეროპორტის გამო, ქალაქში ევროპელი ტურისტების რაოდენობა ჭარბობს, თუმცა მასობრივი ჯგუფური ტურების მხრივ აქტიურები არიან არაბული და ჩინური ჯგუფებიც“, – აცხადებს კოკაია.
მისივე თქმით, ქალაქში განთავსების საშუალო ღირებულება, საუზმით 300 ლარს აჭარბებს.
რაც შეეხება აუზს, ივლისში დაგეგმილი აუზის გახსნა მცირე ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით გადაიდო, თუმცა ამჟამად დასუფთავება მიმდინარეობს და ობიექტი სტუმრებისთვის აგვისტოს შუა რიცხვებში გაიხსნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.7 მილიონი ლარია.