“ქუთაისი ინნში” მაისში ახალი სპა ცენტრი და აუზი გაიხსნება – Inn Group

“ქუთაისი ინნში” ახალი სპა ცენტრი და აუზი მაისში გაიხსნება. იმერეთის რეგიონში, Inn Group-ის მართვაში შემავალი სასტუმროს განვითარების შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა BMG-სთან ისაუბრა. მისი ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ ლარია.