ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს

ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ითხოვენ ამნისტია უფრო მეტ მუხლზე გავრცელდეს.
ახლობლების ინფორმაციით, პატიმრები მეოთხე დღეა შიმშილობენ და ითხოვენ ჟურნალისტებთან შეხვედრას.
“მიმართეს უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, მეოთხე დღეა რაც შიმშილობენ. პატიმრები ითხოვდნენ ჟურნალისტებთან გასაუბრებას, როდესაც ოჯახის წევრებმა მივაწოდეთ ჟურნალისტის ნომერი, მარტო ჩემ ძმას არა, ყველა პატიმარს დაუბლოკეს ეს ნომერი. არ აძლევენ ტელევიზორის ყურების საშუალებას”, – ყვება თამარ სოფრომაძე”მთავარი” დაუკავშირდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურის, სადაც გვითხრეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში