ქუთაისის IV საერთაშორისო ფორუმის პირველ დღეს ქალაქების გაძლირებასა და მომავლისთვის მზადმყოფი ქალაქების მუნიციპალური სერვისების შესახებ იმსჯელეს

ქუთაისში მე-4 საერთაშორისო ფორუმის პირველი დღე დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღის განმავლობაში რამდენიმე თემატური სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ მაღალი რანგის ადგილობრივი და უცხოელი მომხსენებლები.
„თემაზე „ქალაქების გაძლიერება – სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა“ ისაუბრეს – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, რადიმ სრშენმა, პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კონრად ვოინაროვსკიმ, რუმინეთის სახელმწიფო მდივანმა, ოვიდიუ-ვასილე ჩიმპენმა.
„მომავლისთვის მზადმყოფი ქალაქები“, „მუნიციპალური სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“, „ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების როლი ქალაქების ტრანსფორმაციისას“ – ამ თემების შესახებ კონფერენციის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს, გერმანიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, ბალტიისპირეთის ქვეყნების, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
სესიებს მოდერატორობა გაუწიეს: ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილემ, თამარ დახუნდარიძემ, AI ტრანსფორმაციის კონსულტანტმა, ლელა მაჩაიძემ, ევროპის ურბანული ცოდნის ქსელის დირექტორმა, მარტინ გრიზელიმ.
ქუთაისის მე-4 საერთაშორისო ფორუმი მუშაობას 21 ივნისს დაასრულებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…