ქუთაისის უნივერსიტეტს უნგრეთის სამრეწველო პალატის დელეგაცია ესტუმრა

ქუთაისის უნივერსიტეტს უნგრეთის სამრეწველო პალატის დელეგაცია ესტუმრა. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე უნგრეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
„პალატის წარმომადგენლებმა ქუთაისის უნივერსიტეტსა და უნგრეთში არსებულ უნივერსიტეტებთან ერთობლივ კვლევითი პროექტების განხორციელებასა და გაცვლითი პროექტების შესაძლებლობებზე ისაუბრეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გარემოს ეროვნული სააგენტო – 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს – ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს