ქუთაისის უნივერსიტეტსა და აშშ-ის „უესტკლიფის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და კალიფორნიის შტატის „უესტკლიფის უნივერსიტეტს“ (აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„მემორანდუმი ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ერთობლივი ინგლისურენოვანი პროგრამების და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. უესტკლიფის კერძო უნივერსიტეტი 1993 წელს დაარსდა. უესტკლიფის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, განათლების, ტექნოლოგიებისა, აიტი ინჟინერიის და დასავლეთის სახელმწიფო სამართლის კოლეჯებისგან. უნივერსიტეტი გამოირჩევა ინოვაციური სწავლის მიდგომებით და სწავლის მაღალი ხარისხით. მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქუთაისის უნივერსიტეტის შემდგომი განვითარებისთვის“ – ნათქვამია ქუთაისის უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა