ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი დუბაიში ძვირად ღირებულ პენტჰაუსებს აშენებს

„ქუთაისის ტორპედოს“ ცენტრალური მცველი, მამადუ სახო დუბაიში მეწარმედ დარეგისტრირდა და ძვირად ღირებული ქონება შეიძინა.
ამჟამად ფრანგი ლეგიონერი Sakho Properties-ს მართავს, რომელიც მდიდრულ სახლებს პარიზში, მაროკოსა და სენეგალში ყიდის.
Sakho Properties-ის დუბაის საცხოვრებელი სახლი- Panorama Dubai, 75-სართულიანი პენტჰაუსი იქნება, რომელსაც ქალაქზე 360 გრადუსიანი ხედი დაამშვენებს.
შეგახსენებთ, რომ მამადუ სახო საფრანგეთის ნაკრებში 2010-2018 წლებში ასპარეზობდა, რომელთან ერთადაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ფრანგი “პსჟ-ში”, “ლივერპულში”, “კრისტალ პალასსა” და უკანასკნელად “მონპელიეში” ასპარეზობდა, რომელთანაც კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა და ნოემბრის შემდეგ უკლუბოდ იმყოფებოდა.