ქუთაისის „ტორპედომ“ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის მამადუ სახოს ტრანსფერი შეათანხმა

ქუთაისის ტორპედომ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის მამადუ სახოს ტრანსფერი შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის ტორპედოს და ს დინამოს მატჩის პირდაპირ ეთერში შეხვედრის კომენტატორმა დავით მინაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ნება დართო.
Geo Team-ის ინფორმაციით, მამადუ სახოს წარმომადგენლები ამ მომენტში ქუთაისში იმყოფებიან, პირადი კონტრაქტის დეტალები 34 წლის ცენტრალურ მცველთან შეთანხმებულია.
მამადუ სახო საფრანგეთის ნაკრებში 8 წლის განმავლობაში თამაშობდა, საკლუბო კარიერაში კი პსჟ-ს, ლივერპულის, კრისტალ პალასის და მონპელიეს ღირსებას იცავდა.
მამადუ სახომ ფრანგულ მონპელიესთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ტორპედოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს