ქუთაისის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ქუთაისის საკრებულოში ხმაურია. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის მოწოდებას მოყვა. ფრაქცია „ახალის“ დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დაგმობისკენ მოუწოდეს.
მათი თქმით, აღნიშნული კანონი, ქვეყნის საწინააღმდეგოა და მისი მხარდაჭერა ღალატია. აღნიშნულს უმრავლესობის უკმაყოფილება მოყვა, მათ ოპოზიციონერებს კანონის წაკითხვისკენ მოუწოდეს. მხარეები ერთმანეთს „მონებს და მოღალატეებს“ უწოდებენ.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე აქციის დროს დაშავებული ადამიანების ფოტოები გამოფინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ს ოჯახში დაბრუნდება, ამ ოჯახის ძველი შემადგენლობით აღდგენა მსურს – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია