ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის დაჭრისთვის მისი მეზობელი დააკავეს

ქუთაისში, ბროსეს ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ზაქრო მამასახლისი დაჭრეს.
შემთხვევა გუშინ, 22 თებერვალს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დავა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო და საკრებულოს წევრი მისივე მეზობელმა დაჭრა. ზაქრო მამასახლისი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე – ეს განცხადებები დროებითია, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებთ – რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას შედარებას, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი