ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვეყანაში ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უნდა გახდეს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ს მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ქვეყანაში ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უნდა გახდეს უმაღლესი განათლებისთვის.
ამის შესახებ მ „ქართული ოცნების“ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან და იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის გაფართოება.
„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია მოიცავს ქუთაისის უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარებასაც. დღეს ჯერ კიდევ შეზღუდულია, მათ შორის, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. თანდათან ვითარდება ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები, მათ შორის, კონტინგენტი, რომელსაც იღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები უნივერსიტეტის დამფუძნებელთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ვფიქრობთ, მასშტაბურად გავაფართოოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ისე, რომ უნივერსიტეტმა შეძლოს საბოლოო ჯამში, ათიათასობით სტუდენტის მიღება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენს ქვეყანაში უნდა გახდეს ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უმაღლესი განათლებისთვის. ეს არის ზოგადი ხედვა, დანარჩენი დეტალები იქნება განსაზღვრული სწორედ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციით. რაც შეეხება ადრონული თერაპიის დანერგვას, ფონდი „ქართუ“ წარმართავს შესაბამის სამუშაოებს. მე მქონდა კონსულტაციები ფონდის ხელმძღვანელობასთან და სათანადო ვადებში ეს საკითხიც იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა პრემიერმა.