ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, გიორგი ხუბუას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა პრემიერ-მინისტრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით.
„პრემიერმა უნივერსიტეტის ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
გიორგი ხუბუა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ-თანამშრომელი, არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი.

ასევე დაგაინტერესებთ