ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Visa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი Visa, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნესლაუნჯ სივრცეს ხსნის, რომელშიც ს ლაუნჯიც მოეწყობა.
საქართველოში ეს იქნება რიგით მეორე ლაუნჯი, რომელშიც კონცეპტის მომხმარებლებს კომფორტული მგზავრობისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა დახვდებათ: სასიამოვნო გარემო, საკვებისა და სასმლის მრავალფეროვანი არჩევანი, მცირე ბიბლიოთეკა, ჟურნალ-გაზეთები, სწრაფი ინტერნეტი, ფრენების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა და სხვა.
„თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა მოგზაურობაა, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ ეს პროცესი მათთვის უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ. პირველი კონცეპტ ლაუნჯი 3 წლის წინ, თბილისის აეროპორტში გავხსენით, სადაც ამ დროისათვის, 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო გამორჩეული გამოცდილება. გვიხარია, რომ თიბისი კონცეპტის მომხმარებლები იგივე შესაძლებლობებით სარგებლობას მალე ქუთაისის აეროპორტშიც შეძლებენ“,- ნატა ხურციძე, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, რომლებიც Visa-ს პრემიული კატეგორიის ბარათების მფლობელები არიან, ლაუნჯით სარგებლობა წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით უფასოდ შეეძლებათ.
ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი სამოგზაურო სივრცის გახსნა თიბისის კიდევ ერთი ნაბიჯით დააახლოებს საკუთარ მისიასთან — გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება; უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას მაღალი ხარისხის გამოცდილება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.
ამ ეტაპზე, თბილისის გარდა, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სამოგზაურო ლაუნჯებით სარგებლობის შესაძლებლობა, მსოფლიო მასშტაბით, 1200-ზე მეტ აეროპორტში აქვთ.
(R)