ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაში შესაძლოა Amidi Group-ი ჩაერთოს

Amidi Group-ი შესაძლოა, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის პროცესში ჩაერთოს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი საკითხია, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ Amidi Group-ის დამფუძნებელ საიდ ამიდთან შეხვედრაზე განიხილა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს შეეხო.
“ხაზი გაესვა საქართველოს წამყვან პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში.

შეხვედრაზე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხზე და ამ პროცესში Amidi Group-ის შესაძლო ჩართულობის შესახებ იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციაზე. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო შუა დერეფნის ინიციატივას და ამ პროექტში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით IT ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებულ პროექტებზე და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე”,- აღნიშნულია პრესრელიზში.

Amidi Group უძრავი ქონებისა და IT ტექნოლოგიების სფეროში ოპერირებს და მისი აქტივები ორ მილიარდ დოლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ