ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს გარეტ უორდის უმასპინძლა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს გარეტ უორდის უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი ქუთაისში გაცნობითი ხასიათის იყო.
„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე, საერთო პროექტებსა და მომავლის გეგმებზე.
დავით ერემეიშვილმა გარეტ უორდს გააცნო ქუთაისის ისტორიული მნიშვნელობა, ქალაქის განვითარების მთავარი ასპექტები და მიღწევები სხვადასხვა სფეროში.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქუთაისის და ნიუ პორტის სანიმუშო მეგობრობაზე, ასევე, ქუთაისის, როგორც იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი ქალაქის, განვითარებაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას