ქუთაისის მერია პროექტის „ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისათვის” ფარგლებში კონკურსს აცხადებს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს აცხადებს პროექტის „ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისათვის” ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„კონკურსი ცხადდება ქუთაისის მცხოვრებლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორისთვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სერვისების გასაუმჯობესებელი ინოვაციური გადაწყვეტილებების შესამუშავებლად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ 2023 წლის 24 ნოემბრიდან 2023 წლის 15 დეკემბრის 18 : 00 საათამდე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე :
http://www.kutaisi.gov.ge/open_konkursebi/48

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?