ქუთაისის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

ქუთაისის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს ხელში სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტები უჭირავთ, რომელზეც წერია, თუ რა ბედი ელით საჯარო მოხელეებს იმ შემთხვევაში, თუ განსხვავებული აზრი გაუჩნდებათ.

აქტივისტების თქმით, არალეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს მიერ საჯარო სამსახურის კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საჯარო მოხელეები ქვეყანაში უუფლებოები რჩებიან.

“ჩვენ შენკენ ვართ, დაგვიდექით ახლა გვერდით, რომ ხვალ თქვენი დაჩაგვრა ვერავინ შეძლოს. კაბალურ კანონებს იღებს ხელისუფლება და ამას არავინ უნდა შეეგუოს”, – აცხადებს აქციის მონაწილე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა – თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”, უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს – ეს დღე ჩვენია, გილოცავთ 26 მაისს