ქუთაისის კლინიკაში დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, არსებული ინფორმაციით, ის ნაცემია – შსს-მ გამოძიება დაიწყო

ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სასტიკად არის ნაცემი.
პაციენტს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში და კიდურებზე აღენიშნება. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მამაკაცმა შეიყვანა. მისი თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში ქუთაისისა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.