ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ქალი დაზიანებებით შეიყვანეს, დაწყებულია გამოძიება

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში ქალი დაზიანებებით შეიყვანეს, სავარაუდოდ, ის ნაცემია. ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში სახის, თავის, გულ–მკერდსა და კიდურებზე დაზიანებებით შეიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მამაკაცმა მიიყვანა, რომელმაც იგი ქუთაისისა და იმერეთის ერთ–ერთი მუნიპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე თქმით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ეს ფოტო კი უკრაინაშია გადაღებული… მიდის პატარა კაცი, თავის მიწასთან გასწორებულ ქალაქში, დაბომბილი ბავშვობით… მიდის, მხოლოდ მან იცის სად და დედამიწა რომ ვერ დაიტევს, იმხელა სევდა მიაქვს…

ლევან სუთიძე: მიტროპოლიტი საბა გიგიბერია ნეგატიურ საარჩევნო კამპანიაზე გადავიდა: მეუფე ისაიას ცხენით სიარული და რუსეთზე გაკეთებული განცხადებები არაფერს ნიშნავს პატრიარქობისთვისო – ეს თქვა სახელის უთქმელად