ქუთაისის აეროპორტში დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“ კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 202,69 გრამი) გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 38 546 ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 17 875 ლარით დაჯარიმდნენ.