ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური და ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს მონეტები გამოვლინდა.
მათი ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 43 102.65 ლარი შეადგინა.
„27 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – [ქუთაისის აეროპორტი], მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 187.24 გრამი) მონეტები გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 43102.65 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)