ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები გამოვლინდა

27 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 187.24 გრამი) მონეტები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 43102.65 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.